მთავარი სტადიონი ბაზა კონტაქტი
სიახლეები
ფანკლუბი
გურია 3-1 ირაო
291
სიახლეები
30 სექტემბერს ლანჩხუთში, ევგრაფი შევარდნაძეზე საქართველოს ჩემპიონატის ლიგა 3-ის 21-ე ტური მატჩი გაიმართა, სადაც თბილისის „ირაოს“ ვუმასპინძლეთ.
მატჩი გურია უპირატესობით დაიწყო და საწყის წუთებზე გუნდმა რამოდენიმე სახიფათო მომენტი შექმენა, მაგრამ გოლის გატანა ვერ მოახერხა, ერთ-ერთი ასეთ შეტევაში გურიას მეტოქის კონტრიერიში გამოეპარა და მატჩის 15’ წუთზე გურამ ადამაძის უხეშობის გამო გურიას კარში თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, რომელიც ილია საბიაშვილმა უბადლოდ შეასრულა და ანგარიშიც გახსნა (გურია 0-1 ირაო).
გაშვებული გოლის შემდეგ ფსიქოლოგიური უპირატესობა მეტოქის მხარეს იყო, რამოდენიმე სახიფათო მომენტიც შექმნეს, მაგრამ ირაკლი ხვედელიძე საოცარი სეივებით ანებივრებდა სტადიონზე მოსულ მცირეოდენ გულშემატკივარს.
პირველი ტაიმი სწორედ სტუმართა გამარჯვებით 0-1 დასრულდა.
მეორე ტაიმი რადიკალურად განსხვავებულად დაიწყო მატჩის 48’ წუთზე გურამ ადამაძემ მისივე შეცდომა გამოასწორა და ანგარიში გაათანაბრა.გატანილი გოლის შემდეგ გურია კვლავ აქტიურობდა და კოლოსარულ უპირატესობას ფლობდა, რასაც მწვრთნელის ცვლილებაც დაემატა, მოედანზე ამირან ალადაშვილი გამოიყვანა, ცვლილებამაც შედეგი მალევე გამოიღო და სწორედ ალადაშვილმა მატჩის 73’ წუთზე გამოიჩინა თავი და გურია დაწინაურდა (2-1). გოლის შემდეგ „ირაოს” მცდელობებს, „გურია” დაცვაში დამაჯერებელი თამაშით პასუხობდა და მეტოქეს შანს არუტოვებდა, ხოლო მეტოქის მოშიშვლებულ ზონებით იდეალურად სარგებლობდა, სწორედ ასეთი კონტრიერიშის დროს იდეალური კომბინაციის შემდეგ ლომსაძემ ბურთი ჩხაიძეს გაადაწოდა და ცარიელ კართან დარჩენილ როინ ჩხაიძეს (89’) გოლის გატანა აღარ გასჭირვებია და მატჩში საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
გურია 3-1 ირაო