21 ოქტომბერს ზესტაფონში, დავით აბაშიძის სახელობის მრავლის მნახველ სტადიონზე, ლიგა 3-ის 24-ე ტურის მატჩი გაიმართა, სადაც ადგილობრივი „ზესტაფონი” ლანჩხუთის „გურიას” დაუხდა.
მატჩი გურია უპირატესობით დაიწყო , ჩვენი ფეხბურთელები ყველა ეპიზოდში დამაჯერებლად თამაშობდნენ, რამაც შედეგი მალევე გამოიღო, მატჩის 11’ წუთზე თამაზ ლომსაძემ ანგარიში გახსნა.
ანგარიში გახსნის შემდეგაც მატჩის მიმდინარეობა არ შეცვლილა, გურია ისევ კარგად გამოიყურებიდა და მეტოქეს არანაირ შანს არაძლევდა, უშანსოდ დატოვებულ ზესტაფონს ერთადერთი საფიქრალი საკუთარი ლარია უსაფრთხოება ქონდა მაგრამ ამაოდ მატჩის პირველი ტაიმის მიწურულს ანგარიში ლაშა ახალაიამ გაზარდა.
პირველი ნახევარი გურულთა გამარჯვებით 0-2 დასრულდა.
მეორე ტაიმიც იგივე სცენარით განვითარდა, ლანჩხუთელები არანაირ კითხვის ნიშანსაც არაჩენდა და პირიქით უამრავ საგოლე მომენტს ქმნიდა მეტოქის კართან, სწორედ ამ მომენტებიდან ერთი გოლად აქცია ამირან ალადაშვილმა და მატჩის 54’ წუთზე მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
დარჩენილ დროში უამრავი მომენტისა ანგარიში არ შეცვლილა.
ზესტაფონი 0-3 გურია