მთავარი სტადიონი ბაზა კონტაქტი
სიახლეები
ფანკლუბი
გურია 1-0 ბორჯომი
652
სიახლეები
28 ოქტომბერს, ლიგა სამის 25 ტურში შინ „ბორჯომს” ვუმასპინძლეთ.
მატჩზე მისულმა მცირე ოდენმა გულშემატკივარმა ძალიან დაძაბული მატჩი იხილა, სასიამოვნო იყო ორივე გუნდის მოგების წყურვილის ხილვა.
მატჩი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობა, ორივე გუნდის კართან იქმნებოდა სახიფათო მომენტები, მაგრამ მოწოდების სიმაღლეზე იყვნენ გუნდების მცველები და მეკარეები, პირველი ნახევარი უამრავი მომენტები ს მიუხედავად უგოლოდ დასრულდა, რაშიც თავისი წვლილი კოკისპირულმა წვიმამაც შეიტანა.
მეორე ტაიმი განსხვავებული სცენარით წარიმართა, დასაწყისიდანვე გურულები უფრო აქტიურობდენ , რამაც შედეგი 54’ წუთზე მოიტანა, მეტოქის საჯარიმოსთან ახლოს საჯარიმო დარტყმა დაინიშნა, რომელიც უბადლოდ შეასრულა ლაშა ახალაიამ და ანგარიში ულამაზესი გოლით გახსნა. ამის შემდეგ ფსიქოლოგიური უპირატესობის მქონე გურულებმა რამოდენიმე სახიფათო ეპიზოდიც შექმნეს, მაგრამ ანგარიშის გაზრდა ვერ მოახერხეს, ამის შემდეგ გურია უმეტესად საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე ფიქრობდა და მეტოქეს მრისხანე კონტრიერიშებით აწუხებდა, ერთ-ერთი ასეთი კონტრიერიშის დროს ბერიძის ლამაზი გადაცემის შემდეგ ლომსაძე მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა, თავზე ბურთიც მოხდენილად გადაატარა, მაგრამ ხარიხამ იხდნა ბორჯომელთა კარი.
ბორჯომელთა ბევრი ცდის მიუხედავად ანგარიშის გათანაბრება ვერ მოახერხეს და გურულებმა მატჩი გამაჯვებამდე მიიყვანეს.
გურია 1-0 ბორჯომი