![](/uploads/posts/2022-05/cover-frendy1-t9.jpg)
საქართველოს ჩემპიონატის ლიგა 3-ის მე-9 ტურში გურიამ ზესტაფონი დიდი ანგარიშით დაამარცხა
პირველ ტაიმში 16' წუთზე ალექსანდრე სულაძემ გახსნა ანგარიში, 35' წუთზე კი თამაზ ლომსაძემ ორამდე გაზარდა სხვაობა
პირველი ტაიმი 2-0 დასრულდა გურულების სასარგებლოდ.
მეორე ტაიმი საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა , 51' წუთზე თორნიკე გრიგალაშვილიმა გაიტანა რასაც მალევე 65' წუთზე ჯუმბერ ხმელიძეს გოლიც მოჰყვა და ანგარიში ზესტაფონელებისათვის საკმაოდ დრამატული 4-0 გახდა.
ზესთაფონელებმა 75'-წუთზე მაინც მოახერხეს 1 ბურთის გაქვითვა ზაზა წამალაშვილის გოლის წყალობით.
77' წუთზე ალექსანდრე სულაძემ პენალტი ვერ გაიტანა თუმცა ბურთი ძელს მოხვდა რასაც ზესტაფონის მეკარის ალექსანდრე ნუცუბიძეს კურიოზული ავტოგოლი მოჰყვა.
საბოლოოდ გურია - ზესტაფონის დაპირისპირების ანგარიშში 5-1 დაფიქსირდა და შესაბამისად გურიამ გაიმარჯვა
შემდეგ მატჩს გურია ბორჯომში გამართავს და ბორჯომს დაუპირისპირდება.