მთავარი სტადიონი ბაზა კონტაქტი
სიახლეები
ფანკლუბი
გურია - ბახმარო ფრედ დასრულდა
294
სიახლეები
გუშინ ლანჩხუთში საქართველოს ჩემპიონატის ლიგა 3-ის მე-18 ტურჩი "გურიამ" გურულ დერბად წოდებულ დაპირისპირებაში ჩოხატაურის "ბახმაროსთან" ქულები გაიყო.
მატჩი როგორც დერბს შეეფერება დაძაბული სცენარით მიმდინარეობდა, მაგრამ შესამჩნევ უპირატესობას მაინც ლანჩხუთლები ფლობდნენ, რაც ანგარიშში პირიქით აისახა, მატჩის 35' წუთზე "გურიას" ჩოხატაურის ფლანგური შეტევა გამოეპარა და ანგარიში ხვიჩა დიდიამ გახსნა.
პირველი ტაიმი 0-1 დასრულდა.
მეორე ტაიმი მეტად საინტერესო აღმოჩნდა "გურიამ" სრულიად ჩაიგდო მატჩის სადავეები ხელში და თამაში მთლიანად ჩოხატაურელთა ნახევარზე გადაიტანა, უამრავი მცდელობის და მომენტის შემდეგ კუთხურიდან დამუშავებული კომპინაციის შედეგად მატჩის 69' წუთზე ალექსანდრე სულაძემ ანგარიში გაათანაბრა.
საბოლოოდ დარჩენილ დროში ანგარიში არ შეცვლილა და მატჩი ფრედ დასრულდა.
გურია 1-1 ბახმარო