მთავარი სტადიონი ბაზა კონტაქტი
სიახლეები
ფანკლუბი
საქართველოს თასი 1/8 ფინალი ზანა 1-4 გურია
417
სიახლეები
13 სექტემბერს აბაშაში მევლუდ მიმინოშვილზე, დავით ყიფიანის თასის გათამაშების ფარგლებში ჩვენი გუნდი აბაშის „ზანას” ესტუმრა.
მატჩს 1/4 ფინალში გამსვლელის ვინაობა უნდა გამოევლინა.
მატჩის დაწყებიდანვე „გურია” ფლობდა სათამაშო უპირატესობას, რამაც შედეგი 18’ წუთზე გამოიღო, ალადაშვილმა ანგარიში გახსნა 0-1. სურათი გოლის შემდეგაც არშეცვლილა, ადგილობრივი გუნდი რომელიც რანგით ქვედა ლიგაშია ცდილობდა, მაგრამ არაფერი გამოდიოდა, რასაც სულაძის (45+1’) გასახდელში გატანებული გოლი დაემატა. სტუმრები შესვენებაზე სოლიდური ჰანდიკაპით გავიდა.
მეორე ტაიმი აბაშელებმა აქტიურად დაიწყეს, ორი გოლის გატანაც მოახერხეს, მაგრამ ორივე შემთხვევაში მსაჯმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა.
ხოლო მატჩის 75’ წუთზე როინ ჩხაიძემ კიდევ ერთხელ დაამწუხრა აბაშელი გულშემატკივარი და ანგარიში სამ ბურთამდე გაზარდა.
ზანამ ანგარიშის შემცირება მატჩის 83’ წუთზე ვირუბოვის ავტოგოლით შეძლო.
საბოლოო ანგარიში მატჩის 90+8’ წუთზე ლაშა ახალაიამ დააფიქსირა.
ზანა 1-4 გურია
გურია საქართველოს დავით ყიფიანის თასის 1/4 ფინალში ითამაშებს